Thursday, 7 February 2019

საშინაო დავალება



აირჩიეთ ნებისმიერი 2 დავალება
1. მოდელის შექმნა- გული - ტუმბო

2. გამოიკვლიე გულის შეკუმშვათა სიხშირის
 დამოკიდებულება მწეველ და არამწეველ ადამიანებში.
 სთხოვე მათ 20-ჯერ ჩაიბუქნონ და გაუზომე პულსი 
ჩაბუქნამდე და ჩაბუქნის შემდეგ. კვლევა ჩაატარე 
ერთი  ასაკის მამაკაცებზე, კვლევის მონაცემები შეიტანე 
ცხრილში, ააგე დიაგრამა  და უპასუხე კითხვებს:

როგორია გულისცემის სიხშირე დატვირთვამდე და 
დატვირთვის შემდეგ

არის თუ არა ამ მხრივ განსხვავება მწეველებსა და 
არამწეველებს შორის

შეგიძლია მიღებული მონაცემების მიხედვით იმსჯელო 
მოწევის მავნებლობაზე გულის მუშაობისთვის.



3. გამოიკვლიე როგორ მოქმედებს ფიზიკური 
დატვირთვა გულისცემის სიხშირეზე.
1. დათვალე პულსის რაოდენობა 1 წუთის 
განმავლობაში მშვიდ მდგომარეობაში
2. გააკეთე 10 ბუქნი და ისევ დათვალე ფეთქვის 
რაოდენობა 1 წუთის განმავლობაში. მონაცემები 
შეიტანე ცხრილში
3. 5 წუთის შესვენების შემდეგ მჯდომარე 
მდგომარეობაში დათვალე პულსი კვლავ. 
მონაცემები შეიტანონ ცხრილში.
გააკეთე დასკვნა

0 comments:

Post a Comment